Saturday, October 3, 2009
Sunday, September 27, 2009
მოქმედებები სიმრავლეებზე-ვენის დიაგრამა
36-სკოლა .საგანი მათემატიკა
მასწავლებელი:ნონა სებისკვერაძე
გაკვეთილის მთავარი თემა
მოქმედებები სიმრავლეებზე -ვენის დიაგრამები
სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური – მეათე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები მიეჩვიონ ცხრილების და ვენის დიაგრამების გამოყენებას ,პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად.გაიაზრონ გადაწყვეტილებების მიღებისას თვალსაჩინოებების მნიშვნელიობა,დასაბუთების სხვა ხერხების გამოყენების აუცილებლობა.
1.ვარაუდის გამოთქმა და მისი კვლევა კერძო მაგალითებზე.
2.საწყისი მონაცემების გადარჩევადა ორგანიზება,არსებითი თვისებებისა მონაცემების გამოყოფა.
3.ინფორმაციის წარმოდგენის ხერხებისა და მეთოდების ფლობა.
4.სხვისი ნააზრევის გაგება და გაანალიზება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები:
1. მოსწავლეები მიეჩვიონ ცხრილების,ვენის დიაგრამების გამოყენებას,კიდევ ერთხელ შეაფასონ თეორიული ცოდნის გამოყენების სფეროების გაფარTოებa
ამოცანების ამოხსნისას ,დასმული პრობლემის გადაჭრისას,მოსწავლე თავისუფლად .2. იყენებს ზოგიერთ დამხმარე ხერხებს სიმრავლეთა შორის მიმართებების დასადგენად სიმრავლური ოპერაციების შესასრუებად.
3. შესაბამისი ამოცანების პრაქტიკუი მეთოდით ამოხსნა და მასთან დაკავშირებული ყველა უნარის გამომუშავება.
4. შედეგი;
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს სიმრავლურ ტერმინებს და ცნებებს და ოპერაციებს სასრულ სიმრავლეებზე(თანაკვეთა, გაერთიანება,სხვაობა,დამატება) მათ შორის რეალური ვითარების მოდელირებისას ან აღწერისას
წინასწარი ცოდნა
სიმრავლე ,ქვესიმრავლე.მოქმედებები სიმრავლეზე.სიმრავლის გამოსახვა,სიმავლეებზე მოქმედებების გამოსახვა ვენის დიაგრამებით.მოსწავლეები ფლობენ ისტ ის გამოყენების უნარ -ჩვევებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კლასის სახელმძღვანელო
ხუთი კომპიუტერი
ინტერნეტი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილს ვიწყებ პროვოცირებით.მეცადინეობა მიდის კითხვის დასმით.პასუხობს მოსწავლე და ამ პასუხს ამყარებს სხვა მოსწავლის მოსაზრებაც.-5წთ
1. ჯგუფებში მუშაობა
მასწავლებელი აძევს მითითებებს თემის ირგვლივ და ჯგუფებს აძლევს საკლასო დავალებებს.10წთ
2. პრეზენტაციას აკეთებს ჯგუფი და ხდება პასუხების გამყარება სხვა მოსაზრებებითაც.ანუ ხდება ვარაუდის გამოთქმა და მისი კვლევა კერძო მაგალითებზე. 10 წთ
3. მოსწავლეები აკეთებენ კომენტარს გაკვეთილის ირგვლივ და ახდენენ თვით შეფასებას.5წთ
4. მასწავლებელი აკეთებს შეჯამებას და ახდენს შეფასებას.5წთ
5. საშინაო დავალების მიცემა5წთ
6. შეფასება5წთ